გერმანიის დედაქალაქ ბერლინში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. შეჩერებულია ავტობუსების, ტრამვაებისა და მეტროს მოძრაობა.
გაფიცვის მიზეზი ვერდის პროფკავშირსა და ბერლინის სატრანსპორტო ორგანიზაციას შორის ხელფასის საკითხზე შეუთანხმებლობა გახდა. პროფკავშირები მოითხოვენ დაახლოებით 16 ათასი თანამშრომლისთვის ხელფასის გაზრდას თვეში 750 ევროს ოდენობით, ხოლო სატრანსპორტო კომპანია აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია.