ბერლინში რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკრაინაში ომის დასრულების მოთხოვნით აქცია გამართეს
ბერლინში რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკრაინაში ომის დასრულების მოთხოვნით აქცია გამართეს

ბერლინის ცენტრში რუსეთის ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომლის მთავარი მოთხოვნაც უკრაინაში ომის დასრულება იყო.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: „არა ომს უკრაინაში!“ „თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“ „არა პუტინს!“

მსვლელობას იულია ნავალნაია, ვლადიმერ კარა-მურზა და ილია იაშინი ხელმძღვანელობდნენ.

იაშინმა აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მთელ რუსეთთან არ უნდა გაიგივდეს.