ბერლინში პოლიციამ პალესტინის მხარდამჭერთა აქცია დაშალა
ბერლინში პოლიციამ პალესტინის მხარდამჭერთა აქცია დაშალა

ბერლინში პოლიციამ პალესტინის მხარდამჭერთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.

გერმანული მედიის ცნობით, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე მასშტაბური თავდასხმის მეორე წლისთავზე გერმანიის დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, პალესტინელმა აქტივისტებმა გამოფინეს 15-მეტრიანი ბანერი წარწერით „დიდება მებრძოლებს“ და გადაკეტეს ქუჩა.

პოლიციამ აქცია შეწყვიტა და 17 პირი დააკავა.

როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, ბანერზე არსებული ლოზუნგი შესაძლოა, „ჰამასის“ მებრძოლთა განდიდებად აღქმულიყო.

აქციის მონაწილეთა მიმართ დაწყებულია გამოძიება. მათ ანტიკონსტიტუციური ლოზუნგების გავრცელებასა და გზის უკანონო გადაკეტვას ედავებიან.