ბერლინში პანდემიების სადაზვერვო ჰაბი გაიხსნა
ბერლინში პანდემიების სადაზვერვო ჰაბი გაიხსნა

ბერლინში პანდემიების სადაზვერვო ჰაბი გაიხსნა. ჰაბის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალში გერმანიის კანცლერი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი მონაწილეობდნენ.

„გარდიანის“ ინფორმაციით, პანდემიების სადაზვერვო ჰაბი დაეხმარება მთავრობებს მომავალი პანდემიები ადრეულ ეტაპზე გამოავლინონ და გააუმჯობესონ „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტების მონიტორინგი.

ჰაბი, რომელშიც მეცნიერების და ექსპერტები იმუშავებენ, მიზნად სხვადასხვა ქვეყანაში გამოვლენილი ინფექციური დაავადებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაიოლებას ისახავს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, ამჟამად მათ ყოველ თვე უწევთ პანდემიასთან და ეპიდემიებთან დაკავშირებული მილიონობით დოკუმენტის დამუშავება. პანდემიების სადაზვერვო ჰაბი ინფორმაციის შედარებისა და გადარჩევის საშუალებას იძლევა, რაც პროცესს გააადვილებს.

ჰაბში 120 მეცნიერი და ექსპერტი იმუშავებს. მათ საქმიანობას ნაწილობრივ გერმანიის მთავრობა დააფინანსებს.

დატოვე კომენტარი