ბერლინში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე დაპირისპირებისას ათობით ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 50-ზე მეტი პირი
ბერლინში პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე ათობით ადამიანი დაშავდა. აქცია, რომელსაც 1 100-მდე ადამიანი ესწრებოდა, „ნაკბის“, იგივე „კატასტროფის“ დღის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა ღაზაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია გააპროტესტეს.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ადგილი ჰქონდა პოლიციასთან დაპირისპირებასაც, რის გამოც სამართალდამცველებმა 50-ზე მეტი პირი დააკავეს. ერთ-ერთ პოლიციის ოფიცერს ჯგუფურად გაუსწორდნენ, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. საერთო ჯამში, 11 სამართალდამცველი დაშავდა. დაშავებულ დემონსტრანტთა რიცხვი ამ ეტაპზე უცნობია.
თავდასხმა დაგმეს გერმანელმა პოლიტიკოსებმა.
1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნების შემდეგ 700 000-მდე პალესტინელი საკუთარი სახლიდან გააძევეს, რაც „ნაკბას“ დღედ არის ცნობილი.