ბერლინში ათასობით ადამიანმა ბინის ქირის მაღალი ფასები აქციაზე გააპროტესტა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს. დემონსტრაციის ორგანიზატორების მონაცემებით, აქციაში 35 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრაციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მსხვილი მესაკუთრეებისგან ბინები გამოისყიდონ და შეღავათიან ფასად გააქირავონ. აქციის ორგანიზატორები შესაბამისი ინიციატივის პარლამენტისთვის წარდგენას გეგმავენ.
იმისათვის, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ბუნდესტაგში განიხილონ, მან ექვსი თვის განმავლობაში 200 ათასი ხელმოწერა უნდა მოაგროვოს. ბერლინის გარდა, ანალოგიური აქციები გერმანიის 18 ქალაქში გაიმართა.