ბერლინის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი - არ ვარ დარწმუნებული, რომ მასობრივი ტესტირება ვირუსთან ბრძოლის კარგი სტრატეგიაა
ბერლინის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი - არ ვარ დარწმუნებული, რომ მასობრივი ტესტირება ვირუსთან ბრძოლის კარგი სტრატეგიაა

კორონავირუსის წამყვანი გერმანელი ექსპერტი, ბერლინის შარიტეს კლინიკის ვურუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, ქრისტიან დროსტენის თქმით, იმის მიუხედავად, რომ გერმანიამ ვირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, კორონავირუსის მეორე ტალღის გავრცელების საფრთხე მაინც მაღალია.

ქრისტიან დროსტენის თქმით, ის მხარს უჭერს ექსპერტების იმ ნაწილს, ვინც მკაცრი შეზღუდვების შენარჩუნების მომხრეა.

„მათი მოდელის მიხედვით, მკაცრი შეზღუდვების კიდევ რამდენიმე კვირაც და ჩვენ ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებლის 0,2 პროცენტამდე დაყვანას შევძლებდით. მე ამ მოსაზრებას თითქმის ვეთანხმები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია“, – ამბობს დროსტენიგარდიანთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ქვეყანაში მასობრივი და მტკიცე იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად, საჭიროა, რომ მოქალაქეთა 60-70 პროცენტს ჰქონდეს ანტისხეულები, თუცა აშშ-სა და ევროპაში ვირუსის იმუნიტეტი მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს. ამასთან ტესტების უმეტესობა სანდრო არ არის.

„ტესტები სანდო არ არის. ყველას აქვს პრობლემა და შეცდომით იძლევა პოზიტიურ პასუხს“, – ამბობს გერმანელი ექსპერტი.

მისივე განმარტებით, ის არაა დარწმუნებული, რომ მასობრივი ტესტირება ვირუსთან ბრძოლის კარგი სტრატეგიაა.

„გერმანიაშიც კი, სადაც ტესტირების შესაძლებლობა საკმარისად გვაქვს და ტესტირებას ძირითადად სიმპტომების მქონე პირებს ვუტარებდით, პოზიტიური შედეგი მხოლოდ რვა პროცენტი იყო. ასე რომ, ვფიქრობ, მიზნობრივი ტესტირება საუკეთესო გზა უნდა იყოს. მაგალითად, ყველზე დაუცველ ადამიანების ტესტირებაზე საავადმყოფოებსა და ხანდაზმულთა სახლებში“, – განაცხადა გერმანელმა ექსპერტმა.