ბერლინის პოლიციამ ტერაქტის მცდელობა აღკვეთა. Die Welt-ის ინფორმაციით, ბოროტმოქმედები გერმანიის დედაქალაქში დღეს გამართული მარათონის მონაწილეებსა და მაყურებლებზე დანით თავდასხმას გეგმავდნენ.
დაკავებულია ექვსი პირი, მათ შორის მთავარი ეჭვმიტანილიც. გერმანული მედიის ცნობით, მას თან ორი დანა აღმოაჩნდა.
გამოძიება ამტკიცებს, რომ დაპატიმრებული ბერლინში შარშან საშობაო ბაზრობაზე მოწყობილი ტერაქტის შემსრულებლის, ანის ამრის მეგობარია.
ამასთან, პოლიცია ამტკიცებს, რომ თავდასხმის ორგანიზატორებს დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდა და მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებოდათ.
ბერლინში დღეს გამართულ მარათონში 32 000 ადამიანი მონაწილეობდა.