ბერლინის მარათონზე მსოფლიოს ახალი რეკორდი დამყარდა #1TVSPORT
ბერლინის მარათონზე მსოფლიოს ახალი რეკორდი დამყარდა #1TVSPORT

კენიელმა მორბენალმა ელიუდ კიპჩოგემ მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა მარათონში.

37 წლის სტაიერმა ბერლინის მარათონი ორ საათში ერთ წუთსა და რვა წამში გაირბინა. მან ნახევარ წუთზე მეტით გააუმჯობესა თავისივე წინა რეკორდი (2:01.39), რომელიც 2018 წელს იყო დამყარებული.

კიპჩოგემ მეოთხედ მოიგო ბერლინის მარათონი და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ლეგენდარულ ეთიოპიელ ჰაილე გებრესელასიეს.