ბერლინის „ჰერტა“ თუ „კონიასპორი“ - წიტაიშვილის ახალი კლუბი ჯერ უცნობია #1TVSPORT
ბერლინის „ჰერტა“ თუ „კონიასპორი“ - წიტაიშვილის ახალი კლუბი ჯერ უცნობია #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილი, შესაძლოა, ბერლინის „ჰერტას“ ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ მისით თურქული კლუბიც დაინტერესდა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების ფალნგის მოთამაშემ გასული სეზონი ბათუმის „დინამოში გაატარა“, სადაც 21 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ევროპის ჩემპიონატამდე კი გუნდთან საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა და კიევის „დინამოს“ დაუბრუნდა.

იყო ინფორმაცია, რომ ქართველი მოთამაშის შემდეგი კლუბი ჟიტომირის „პოლესიე“ იქნებოდა, რაც წიტაიშვილმა კატეგორიულად უარყო: „ეს სიმართლეს არ შეესაბამება, „პოლესიეში“ გადასვლას არც ვაპირებდი“.

სად გააგრძელებ კარიერას, ამის შესახებ წიტაიშვილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თუმცა არის ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით თურქეთის სუპერლიგის „კონიასპორიც“ დაინტერესდა.

გიორგის კიევის „დინამოს“ აღზრდილია და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ბერლინის „ჰერტამ“, რომელსაც 23 წლის ქართველი გარემარბის მომავალს უკავშირებენ, გასულ სეზონში მე-2 ბუნდესლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა.