ბერლინი კიევისთვის საჭირო ამერიკული იარაღის შესყიდვისთვის დამატებით 200 მილიონ დოლარს გამოყოფს

21:02, 03.12.2025

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეპულის თქმით, ბერლინი კიევისთვის საჭირო ამერიკული იარაღის შესყიდვისთვის დამატებით 200 მილიონ დოლარს გამოყოფს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე ცნობით, გერმანიამ ოქტომბერში უკვე დახარჯა უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების შეძენაზე 500 მილიონი დოლარი.

მისი თქმით, თანხა ნატო-სა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ახალი მექანიზმის ფარგლებში დაიხარჯა, რომლის საშუალებითაც ნატო-ს მოკავშირეები კიევისთვის საჭირო შეიარაღებას აშშ-ისგან ყიდულობენ.

ამას გარდა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერლინი კიდევ 25 მილიონ ევროს გადარიცხავს ნატო-ს ფონდში, რათა ფრონტზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები საჭირო აღჭურვილობითა და სამედიცინო დახმარებით იყვნენ უზრუნველყოფილი.

მსგავსი