ბერლინალეზე წარდგენილი ფილმების ნაწილი ცნობილია
ბერლინალეზე წარდგენილი ფილმების ნაწილი ცნობილია

ბერლინის კინოფესტივალი საკონკურსო ფილმების ნაწილის სიას აქვეყნებს. ოქროს დათვის მოსაპოვებლად იბრძოლებენ: DOVLATOV, EVA, IN DEN GANGEN, MY BROTHER’S NAME IS ROBERT AND HE’S AN IDIOT, TWARZ, DON’T WORRY, HE WON’T GET FAR ON FOOT.

რიგით 68-ე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე რეჟისორი ტომ ტიკვერი იქნება.

“ბერლინალე ყოველთვის იყო ჩემი ფავორიტი კინოფესტივალი, აქ თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში. მიხარია, რომ ამჟამად აქაურობას როგორც ჟიურის თავმჯდომარე ისე ვეწვევი”, – განაცხადა რეჟისორმა

კინოფესტივალი 2018 წლის 15 თებერვალს დაიწყება და 25 თებერვალს დასრულდება.