ბერიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს - ქართველი თავდამსხმელი „ანკარაგუჯუში“ წარადგინეს #1TVSPORT
გიორგი ბერიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს – 25 წლის ქართველი თავდამსხმელის ტარნსფერზე ინფორმაცია „ანკარაგუჯუს“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
„ჩვენი კლუბი ახალი სეზონისთვის აგრძელებს ტრანსფერებზე წარმატებულ მუშაობას. ამჯერად ჩვენ მარცხენა გარემარბი გიორგი ბერიძე დავიმატეთ. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელთან, რომელიც ბოლოს „უიპეშტში“ თამაშობდა, 2+1 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა“, – ნათქვამია თურქული კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამ კლუბში 2020-2021 წლების სეზონში საბა ლობჟანიძე თამაშობდა. ბერიძესთან კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ „ანკარაგუჯუს“ პრეზიდენტი ისმაილ მერტ ფირატი და კლუბის სპორტული კოორდინატორი ემრე ილდიზი.
„ანკარაგუჯუ“ დასრულებულ სეზონში პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა და თურქეთის სუპერლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაწინაურდა.
გიორგი ბერიძემ კარიერა გორის „დილაში“ დაიწყო, ასევე თამაშობდა „ზესტაფონში“, ბელგიურ „გენტში“, რომელმაც იჯარით გაუშვა სლოვაკურ „ტრენჩინში“, „ლოკერენში“ და „უიპეშტში“. შემდეგ კი ბელგიურ „გენტთან“ კონტრაქტი დაუსრულდა – 2020 წლის19 ივნისიდან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა.
ბოლო სეზონში უნგრულ „უიპეშტში“ 8 გოლი გაიტანა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, არის საქართველოს ნაკრების კანდიდატი, რომლის ფორმითაც 4 მატჩი ჩაატარა. გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-გამოცემა „ტრანსფერმარკტი“ მის ტრანსფერს 650 ათას ევროდ აფასებს.