ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი საქართველოს მოქალაქე დააკავა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 38 წლის მამაკაცი ატიკას რეგიონში ბინების გაქურდვაში ჩართულ დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ბერძნული მედია მას „კანონიერ ქურდად“ მოიხსენიებს.

პოლიციის ცნობით, სპეცოპერაციის დროს სულ დაკავებულია ოთხი უცხოელი. მათ შორის სამი მამაკაცი და ერთი ქალი. სამართალდამცავებმა ამოიღეს მოპარული ნივთები, ასევე იარაღი, ჯავშანჟილეტები, ნიღბები, რომლებსაც ბოროტმოქმედები ქურდობის დროს იყენებდნენ. დაკავებულები ბინებს ორი წლის განმავლობაში ძარცვავდნენ და 200 000 ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს.

გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ბინები ატიკას რეგიონის სხვადასხვა ქალაქში და მათ შორის ათენშიც გაძარცვეს.