ბერძნული გამოცემა - ქეცბაია თელ ავივის „მაკაბის“ მწვრთნელობის პირველი კანდიდატია
ბერძნული გამოცემა - ქეცბაია თელ ავივის „მაკაბის“ მწვრთნელობის პირველი კანდიდატია

ბერძნული გამოცემის ცნობით, ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ისრაელის ცნობილ კლუბში, თელ ავივის „მაკაბიში“ იწვევდნენ, მაგრამ 52 წლის ქართველმა სპეციალისტმა კვიპროსში დარჩენა ამჯობინა.

„ებრაული გამოცემების ცნობით, დიდი ალბათობაა, რომ თემურ ქეცბაიას თელ ავივის „მაკაბის“ მთავარი მწვრთნელობა შესთავაზონ. ისრაელის გუნდი ვლადან ივიჩის შემცვლელს ეძებს, რომელიც ერთი კვირაა გუნდში აღარ ჩანს. ჯეკ ანჟელიდისმა, „მაკაბის“ აღმასრულებელმა პრეზიდენტმა, სავარაუდო კანდიდატების სია შეადგინა. 52 წლის მწვრთნელი მისი პირველი არჩევანია, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან რთული გადმოსაბირებელიც. ეს იმიტომ ხდება, რომ გამოცდილ მწვრთნელს ჯერ კიდევ აქვს კონტრაქტი „ანორთოსისთან“ და მას გუნდის დატოვება გაუჭირდება“ – წერს ბერძნული გამოცემა to-10.gr.

კვიპროსული გამოცემა „ალფანიუსი“ კი ამტკიცებს, რომ ქეცბაია „ანორთოსისზეა“ ორინეტირებული და სხვა გუნდში გადასვლაზე არც ფიქრობს: „ქართველ მწვრთნელი ჩვეულებრივ აგრძელებს გუნდის მომზადებას. ახლა მისი საფიქრალი შაბათის ამხანაგურ მატჩია „აპოლონის“ წინააღმდეგ, რომელშიც ის ფეხბურთელების მზადყოფნას შეამწომებს“.