ბერძნული გამოცემა - ფალავანდიშვილი სასარგებლო ფეხბურთელია და მწვრთნელი მეტად უნდა ენდოს #1TVSPORT
ბერძნული გამოცემა - ფალავანდიშვილი სასარგებლო ფეხბურთელია და მწვრთნელი მეტად უნდა ენდოს #1TVSPORT

გუგა ფალავანდიშვილი საქართველოს ნაკრების კანდიდატი იყო, მისი ფორმით მატჩებიც ჩაატარა. თუმცა, ტრავმის გამო დრო გაუცდა და გუნდებმაც ხელი ვერ შეუწყვეს. თუმცა, ახლა საბერძნეთის სუპერლიგის „ლამიაში“ თამაშობს, სადაც ბაჩანა არაბული გამოდის.

ლატვიური „ვენტსპილსიდან“ გადასულ 26 წლის საყრდენ ნახევარმცველს თავიდან მწვრთნელი არ სწყალობდა, მაგრამ ბოლო დროს მიხალის გრიგორიუ უფრო ხშირად ენდობა. ის 7 მარტს პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ შეხვედრისას გუნდის ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, მაგრამ მცირე ტრავმა მიიღო და საბერძნეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა „ლარისასთან“ გამოტოვა. თუმცა, ქართველი ნახევარმცველის ტრავმა სერიოზული არ არის. 

როგორც „ლამიასპორტი“ წერს, ბოლო შეხვედრებში გამოჩნდა, რომ გუგა ფალავანდიშვილი გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშეა.

„გუგა ფალავანდიშვილი პაოკ-თან მატჩის საუკეთესო მოთამაშეე იყო. „ლამიას“ მწვრთნელი სიამოვნებით იფშვნეტდა ხელებს მინდორზე ქართველი ნახევარმცველის გამოჩენისას. მატჩის მთავარი გმირი აშკარად ფალავანდიშვილი იყო. 28 წლის ქართველი საყრდენი ნახევარმცველი საფინალო სასტვენამდე მუდმივად მოძრაობაშია, როგორც მოედნის ცენტრში, რომელიც მისი პასუხისმგებლობის ზონაა, ასევე ორივე ფლანგზე“, – წერია გამოცემაში.

ლამიასპორტი“ ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ქართველი ნახევარმცველი გუნდს მეტ სარგებლობას მოუტანს, თუ მწვრთნელი ენდობა: „მიუხედავად იმისა, რომ გუგა არის ნახევარმცველი, მან გვაჩვენა, რომ შეუძლია აკონტროლოს როგორც თავისი, აგრეთვე მოწინააღმდეგის მოედნის ნახევრები. ანუ, როდესაც გუნდი გადადის პრესინგზე საკუთარ და მოწინააღმდეგის მინდორზე. ცხადია, რომ გუგა სასარგებლო ფეხბურთელია და ანგარიშგასაწევი ძალა იქნება მიხალის გრიგორიუს ხელში, რომელიც ქართველ ნახევარმცველს უფრო მეტად უნდა ენდოს“.