ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა - რობერტ კობლიაშვილი მეოთხედფინალში წუთ-ნახევარში გავიდა | მინსკი 2019 [ვიდეო]
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა - რობერტ კობლიაშვილი მეოთხედფინალში წუთ-ნახევარში გავიდა | მინსკი 2019 [ვიდეო]

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მეორე დღეს, მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე დარჩენილი სამი წონითი კატეგორიის წინასწარი შეხვედრები იმართება. უკვე ჩაატარა პირველი ორთაბრძოლა ევროპის ჩემპიონმა რობერტ კობლიაშვილმა. 87 კილოგრამი წონითი კატეგორიის მერვედფინალში მან საბერძნეთის წარმომადგენელ ბერძენ დიმიტროს ცეკერიდისთან აშკარა უპირატესობით, ერთი წუთსა და 33 წამში იმარჯვა. ამ დროში კობლიაშვილმა მეტოქეს 10 უპასუხო ქულა აუღო და მეოთხედფინალის საგზური, სადაც მისი მეტოქე მასპინძელი რადზიკ კულიეუ იქნება, ვადამდე გაიფორმა.

დღესვე, ტურნირში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ.) და ამავე ტურნირის ფინალისტი იაკობ ქაჯაია ჩაებმებიან. პირველი მათგანის მეტოქე მერვედფინალში სომხეთის ნაკრების წევრი არტურ ალეკსანიანი იქნება, მძიმეწონოსანი ქაჯაია კი ლიეტუელ რომას ფრიდრიკასს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ სპორტის ამ სახეობაში გუშინ მოასპარეზე სამი ქართველიდან ორი დღეს მედლებისთვის იჭიდავებს. შმაგი ბოლქვაძე (67 კგ.) ფინალშია, დავით ჩხარტიშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს.