ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა - რევაზ ნადარეიშვილი მერვედფინალში დამარცხდა | მინსკი 2019
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა - რევაზ ნადარეიშვილი მერვედფინალში დამარცხდა | მინსკი 2019

მეორე ევროპულ თამაშებზე დღეს ჩართული სამი ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან, კენჭისყრაში ყველაზე მეტად რევაზ ნადარეიშვილს არ გაუმართლა. 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ ნადარეიშვილს პირველი წრეში მრისხანე მეტოქესთან დაპირისპირება მოუწია. საბოლოოდ მსოფლიოს ევროპისა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ სომეხ არტურ ალექსანიანთან დაპირისპირებაში 27 წლის ქართველმა პირველი პერიოდი 1:0 მოიგო, თუმცა მეორეში მეორეში მეტოქემ ერთ ქულიანი შეფასება ორჯერ დაიმსახურა და რევაზმა თანაბარ ბრძოლაში დასანანი მარცხი იწვნია.

97 კილოგრამი წონითი კატეგორიის შეხვედრების დაწყებამდე მეოთხედფინალისტები 87 და 130 კილოგრამებში გაირკვნენ. 87-შ რობერტ კობლიაშვილმა წუთსა და 33 წამში აშკარა უპირატესობით, ანგარიშით 10:0, ბერძენი მეტოქე დაამარცხა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის პრიზიორი ქართველი მეორე შეხვედრას მასპინძელთა ნაკრების წევრ რადზიკ კულიეუსთან გამართავს. რაც შეეხება ქაჯაიას, მან მერვედფფინალში ლიეტუელი რომას ფრიდრიკასი 4:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ სპორტის ამ სახეობაში გუშინ მოასპარეზე სამი ქართველიდან ორი დღეს მედლებისთვის იჭიდავებს. შმაგი ბოლქვაძე (67 კგ.) ფინალშია, დავით ჩხარტიშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ამ წონითი კატეგორიების ფინალური ბლოკი დღეს, 19:30-იდან დაიწყება.