ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა - დღეს ტურნირში სამი ქართველი ჩაერთვება | მინსკი 2019
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა - დღეს ტურნირში სამი ქართველი ჩაერთვება | მინსკი 2019

მეორე ევროპულ თამაშებზე დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ. მინსკის „სპორტის სასახლეში“ გაშლილ ხალიჩებზე 28 ივნისს სამი წონითი კატეგორიის ფინალური ბლოკის მონაწილეები გაირკვევიან. ბექა როყვას გუნდიდან ტურნირში პირველი დავით ჩხარტიშვილი (60 კგ.) ჩაერთვება, რომელის მერვედფინალური ორთაბრძოლა იტალიელ ჯაკოპო სანდრონისთან – 12:50-ზეა ჩანიშნული. მერვედფინალიდან დაიწყებს ასპარეზობას შმაგი ბოლქვაძეც (67 კგ.). ქართველი ოლიმპიური პრიზიორი 13:10-ზე ავსტრიელ კრისტოფ ბურგერს შეხვდება. აქედან დაახლოებით 20 წუთში, ასევე მერვედფინალურ შეხვედრას გელა ბოლქვაძე (77 კგ.) გამართავს, რომლის მეტოქეც შვედეთის ნაკრების წევრი ალექსი კესიდისი იქნება.

ამ წონით კატეგორიებს დღეს ნახევარფინალისტების და დამამშვიდებელი რაუნდის მონაწილეების ვინაობა გაირკვევა, ფინალური ბლოკი კი 29 ივნისს თბილისის დროით 19:30-იდან დაიწყება. 29 ივნისსვე, შეჯიბრში დილიდან საქართველოს ნაკრების დარჩენილი სამი წევრი: რობერტ კობლიაშვლი (87 კგ.), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ.) და იაკობ ქაჯაია (130 კგ.) ჩაერთვება. ამ წონითი კატეგორიების ფინალური ორთაბრძოლები ტურნირის დასკვნით დღეს 30 ივნისს გაიმართება.

დატოვე კომენტარი