ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | შოთაძის ვერცხლი და თოხაძის ბრინჯაო 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა – გიორგი შოთაძემ (63კგ) და გიორგი თოხაძემ (55კგ) ჩვენი გუნდისთვის პირველი მედლების მოპოვება შეძლეს.
შოთაძე ტურნირის ფინალში ირანელ მოჰამადის დაუპირისპირდა და უშანსოდ 0:8 წააგო, თოხაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ამავე ანგარიშით დაამარცხა იაპონელი კენ მაცუი. მესამე ადგილზე გასვლის შანსი ჰქონდა კიდევ ერთ ქართველს – ბექა მელელაშვილს (87 კგ.), მაგრამ მან ორთაბრძოლა პოლონელ მოჭიდავესთან დათმო.
მსოფლიოს პირველობაზე დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიიდან ოთხის ნახევარფინალში ქართველმა ფალავნებმა იჭიდავეს, თუმცა, ოთხივე მათგანი დამარცხდა. ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.), ბექა გურული (82 კგ.) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.) დღეს ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.