ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - შმაგი ბოლქვაძემ მერვედფინალში აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა | მინსკი 2019 [ვიდეო]

მინსკის „სპორტის სასახლეში“ მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მერვედფინალში, ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა შმაგი ბოლქვაძემ (67 კგ.).

ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი ბოლქვაძე 22 წლის ავსტრიელ კრისტოფ ბურგერთან დებიუტშივე ოთხი ქულით დაწინაურდა და პირველი პერიოდიც 4:0 მოიგო. ორთაბრძოლის მეორე ნახევარში 24 წლის ბოლქვაძემ ორქულიანი კიდევ ორჯერ გამოიმუშავა და საბოლოოდ 8:0-ზე ვადამდელი გამარჯვება ოთხ წუთსა და 27 წამში შეძლო.

დღესვე მედლისთვის ბრძოლაში ბექა როყვას გუნდიდან კიდევ ერთი სპორტსმენი ჩაებმება. ასპარეზობას ასევე მერვედფინალიდან დაიწყებს გელა ბოლქვაძე (77 კგ.), რომლის მეტოქეც შვედეთის ნაკრების წევრი ალექსი კესიდისი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პირველ რაუნდში იტალიელ ჯაკოპო სანდრონისთან გაიმარჯვა და მეოთხედფინალშია დავით ჩხარტიშვილი (60 კგ.), რომლის მეტოქეც ხორვატი ივან ლიზატოვიჩი იქნება.

დატოვე კომენტარი