ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | სამი ქართველი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | სამი ქართველი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

21 ოქტომბერს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო. პირველი ხალიჩაზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეები გავიდნენ, ხუთი ქართველიდან სამმა ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

ფრიდონ აბულაძემ 60 კგ წონით კატეგორიაში ყირგიზი და ყაზახი მეტოქეები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, ნახევარფინალში კი ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ბამატოვს შეხვდება.

დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) საკვალიფიკაციო ეტაპზე – იტალიელ, ხოლო მერვედფინალში მოლდოველ მეტოქეებს აშკარა უპირატესობით აჯობა. აბულაძის მსგავსად, ისიც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ათლეტს, აგაევს შეხვდება.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ) ნახევარფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო (6:0, 14:5, 4:0). ფინალის საგზურის მოსაპოვებლად მისი მეტოქე ყირგიზი ნურლანბეკოვი იქნება.

დათა ჩხაიძემ (82 კგ) და ლაშა ტვილდიანმა(97 კგ) თავიანთი შეხვედრები დათმეს, თუმცა რეპეშაჟში გადასვლის შანსს ინარჩუნებენ.

ნახევარფინალები დღეს საქართველოს დროით 20:30 საათიდან დაიწყება.