ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლაშა გობაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლაშა გობაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს #1TVSPORT

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების გადაწყვეტილებით, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიადას ჩამოშორებული ბელარუსი სპორტსმენის, მასკევიჩის ადგილს ქართველი მსოფლიო ჩემპიონი დაიკავებს.

პარიზი 2024-ზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამი სპორტსმენით გამოვა. გობაძის გარდა, ოლიმპიური მედლისთვის რამაზ ზოიძე (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) იასპარეზებენ.