საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე სამ ოქროს და ათ მედალს უწინასწარმეტყველებენ #1TVSPORT
კომპანია Nielsen-მა და სტატისტიკურმა ბიურო Gracenote-მა განაახლეს თავიანთი პროგნოზი პარიზის ოლიმპიადის მედლების ჩათვლაზე. წინა პროგნოზი 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა.
განახლებულ რეიტინგში სამი ლიდერი უცვლელი დარჩა: ამერიკის შეერთებული შტატები მოიგებს ოლიმპიადას 39 ოქროს მედლით, მეორეზე გავა ჩინეთი (33), მესამეზე – საფრანგეთი (29). ნახევარი წლის წინ Gracenote პროგნოზირებდა ამერიკელთა – 37, ჩინელების – 35 და ფრანგების 27 ოქროს.
საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ახალი პროგნოზი ასეთია: სამი ოქრო, ოთხი ვერცხლი, ოთხი ბრინჯაო და 23-ე ადგილი.
Gracenote-ის პროგნოზის TOP 10:
| ო | ვ | ბ | სულ | |
| აშშ | 39 | 36 | 50 | 125 |
| ჩინეთი | 33 | 32 | 25 | 90 |
| საფრანგეთი | 29 | 16 | 10 | 55 |
| ნიდერლანდები | 19 | 6 | 11 | 36 |
| ბრიტანეთი | 14 | 25 | 23 | 62 |
| ავსტრალია | 13 | 19 | 17 | 49 |
| იაპონია | 12 | 15 | 20 | 47 |
| გერმანია | 11 | 12 | 10 | 33 |
| იტალია | 9 | 22 | 15 | 46 |
| კორეა | 9 | 4 | 14 | 27 |