ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | გელა ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, გელა ბოლქვაძემ (82კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ბულგარეთის სახელით გამომსვლელი მოჭიდავე დამაჯერებლად, 9:0 დაამარცხა და საქართველოს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა.
კონტინენტის პირველობაზე 13 თებერვალს იური ლომაძეც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ჩვენმა ნაკრებმა შეჯიბრება ორი მედლით დაასრულა.
ევროპის ჩემპიონატზე 16 თებერვლიდან ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.