ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - გელა ბოლქვაძე მერვედფინალში დამარცხდა | მინსკი 2019 [ვიდეო]

ბელორუსში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე მერვედფინალური ეტაპი დღეს სამიდან ორმა ქართველმა გაიარა. მესამე ვინც ბექა როყვას გუნდიდან „სპორტის სასახლის“ ხალიჩაზე გავიდა გელა ბოლქვაძე იყო. 77 კილოგრამი წონითი კატეგორიის პირველ რაუნდში 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ბოლქვაძე, შვედეთის ნაკრების წევრ ალექსის კესიდისს დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი ნახევარი შვედი სპორტსმენის მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მეორე პერიოდში ბოლქვაძემ ერთქულიანითვე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ დარჩენილ დროში ქულების აღება მხოლოდ შვედმა შეძლო, საბოლოოდ 3:1 გაიმარჯვა და ქართველს ოქრო-ვერცხლის აღების შანსი დაუკარგა.

შეგახსნებთ რომ გელა ბოლქვაძის ასპარეზობამდე მეოთხედფინალის საგზურები დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ.) და შმაგი ბოლქვაძემ (77 კგ.) მოიპოვეს. პირველი მათგანი ნახევარფინალში გადასასვლელად ხორვატ ივან ლიზატოვიჩს, მეორე კი სერბ მატ ​ნემესს შეხვდება.

დატოვე კომენტარი