ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ჩხარტიშვილი ნახევარფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]

მეორე ევროპული თამაშებზე კვარცხლბეკზე ასასვლელად მორიგი ნაბიჯი გადადგა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩხარტიშვილმა. 60 კილოგრამი წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში, ქართველი მოჭიდავის მეტოქე ხორვატი ივან ლიზატოვიჩი იყო. ორთაბრძოლის პირველი პირველ ნახევარში ჩხარტიშვილმა ოთხი ქულა აიღო, თავად კი მხოლოდ ერთი გაუშვა. ქართველის უპირატესობა მეორე პერიოდშიც აშკარა იყო. მან ოთხქულიანი გდებით 8:1 დაწინაურდა და საბოლოოდ ამ ანგარიშითვე გაიმარჯვა.

​შეგახსნენებთ რომ მეოთხედფინალშია კიდევ ერთი ქართველი შმაგი ბოლქვაძე (67 კგ.), რომელიც სერბმატ ნემესს შეხვდება. რაც შეეხება გელა ბოლქვაძეს (77 კგ.), ის ოქროსთვის ბრძოლას მერვედფინალში გამოეთიშა.