ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ანრი ხოზრევანიძემ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარეობს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. 67 კგ წონით კატეგორიაში ანრი ხოზრევანიძე ოქროს მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა ფინალში ეგვიპტელ მოჰამედ აბდელრეჰიმთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოსთვის იბრძოლებს დათა ჩხაიძე (87კგ), რომელმაც ნახევარფინალი უკრაინელ რუსლან აბდიევთან დაძაბულ ბრძოლაში დათმო.