ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს #1TVSPORT

ხვალ, 19 აგვისტოს იორდანიის ქალაქ ამანში 17-წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

პირველად შეჯიბრება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართება, შემდეგ კი ქალთა და თავისუფალ ჭიდაობაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

45 კგ – გიგი პაქსაძე

48 კგ – გიორგი ჩაჩუა

51 კგ – იური ჩაფიძე

55 კგ – დავით გაბედავა

60 კგ – ვახტანგ ლოლუა

65 კგ – ერეკლე თავბერიძე

71 კგ – გიორგი ალადაშვილი

80 კგ – ლუკა კოჩალიძე

92 კგ – ვლადიმერ მინაძე

110 კგ – ლუკა შავაძე

მთავარი მწვრთნელი: მამუკა სულთანიშვილი

მწვრთნელები: დევი რეხვიაშვილი, უჩა შავაძე, მარად აბულაძე