ამერიკულმა კლუბმა „ინტერ მაიამიმ“ მთავარი მწვრთნელის ვინაობა გამოაცხადა. 44 წლის სპეციალისტთან ხელშეკრულების ვადა არ გამჟღავნებულა.
ალონსო ფლორიდული კლუბის ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდება. ურუგვაელის კარიერა 2011 წელს დაიწყო, ბოლო სამუშაო ადგილი კი იყო მექსიკის „მონტერეი“, რომელთან ერთადაც მოიგო კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგა და მექსიკის ჩემპიონატი.
ფეხბურთელის კარიერისას ალონსოს უთამაშია „ვალენსიაში“, „ატლეტიკოსა“ და „მალაგაში“.
შეგახსენებთ, რომ „ინტერ მაიამის“ მფლობელი ინგლისელი დევიდ ბექჰემია.