ფრანგული „ნიცას“ მთავარი მწვრთნელი პატრიკ ვიეირა მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა ამერიკულ გუნდ „ინტერ მაიამის“ დამრიგებლის პოსტზე. ეს გუნდი „მეიჯორ ლიგ სოკერში“ (MLS) გამოსვლას 2020 წლის მარტში დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ კლუბის ერთ-ერთი მფლობელი გახლავთ ინგლისის ნაკრების კაპიტანი დევიდ ბექჰემი.
გაზეთ „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, „მაიამი“ მზად არის გადაუხადოს „ნიცას“ კომპენსაცია ვიეირასთან კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ.
პატრიკ ვიეირამ „ნიცა“ 2018 წლის ივნისში ჩაიბარა და პირველ სეზონში მეშვიდე ადგილზე გაიყვანა. მიმდინარე ჩემპიონატში გუნდი გათამაშების ცხრილში მე-15 პოზიციაზეა.
ვიეირას სამწვრთნელო გამოცდილება აქვს MLS-ში – 43 წლის ფრანგი სპეციალიტი სათავეში ედგა „ნიუ იორკ სიტის“ 2016-18 წლებში.