ბექაური და ახალკაცი ობერვარტის ტურნირის გამარჯვებულები არიან #1TVSPORT
ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტატამზე დაბრუნდა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ავსტრიულ შეჯიბრზე ბექაურის გარდა, მეორე ქართველმა ვლადიმერ ახალკაცმაც (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ბექაურმა ფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილი დაამარცხა, ხოლო ახალკაცმა ფრანგ ჩილარდს სძლია.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი თუთაშვილმა (66კგ) ბრინჯაოს მედალი მოოპოვა.