ბექა ქავთარაძე ყაზახეთში ითამაშებს #1TVSPORT
ბექა ქავთარაძე ყაზახეთში ითამაშებს #1TVSPORT

„ახალი გამოწვევა – წავედით“, – ასე გამოეხმაურა ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი ბექა ქავთარაძე ახალ კლუბში გადასვლას.

23 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს „თელავში“ თამაშობდა, კარიერას ყაზახურ „იელიმაიში“ (ადრე „სპარტაკი“) გააგრძელებს. მან კონტრაქტი უკვე გააფორმა და გუნდში მუდმივნომრიანი ფორმა გადაეცა.

ქავთარაძე პირველი ქართველი ფეხბურთელი არ არის, რომელმაც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ეროვნული ლიგის კლუბი დატოვა და უფრო მდიდარ ყაზახურ კლუბში თამაში ამჯობინა.

ბექა 23 წლისაა – კარიერა „35-ე სკოლაში“ დაიწყო, შემდეგ თამაშობდა „დინამო თბილისში“, „რუსთავში“, „საბურთალოში“, „ნიჟნი ნოვგოროდში“, ვოლგოგრადის „როტორში“, 2022 წლის ზაფხულში კი „თელავში“ ჩაირიცხა.

ბექა ქავთარაძეს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ყველგან ლიდერი იყო – საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში.