ბექა ოდიშარიამ მიხეილ დაუშვილს მიმართა - არასერიოზულად გამოიყურებით, როცა თქვენს ლიდერს ბაძავთ ინტონაციით და პარტიული „ბრეიქდანსით“
ბექა ოდიშარიამ მიხეილ დაუშვილს მიმართა - არასერიოზულად გამოიყურებით, როცა თქვენს ლიდერს ბაძავთ ინტონაციით და პარტიული „ბრეიქდანსით“

არასერიოზულად მაშინ გამოიყურებით, როცა თქვენს ლიდერს ბაძავთ ინტონაციით და პარტიული „ბრეიქდანსით“, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატს, მიხეილ დაუშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ამასთან, სხდომაზე ოდიშარიამ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით მიხეილ დაუშვილს რამდენიმე კითხვით მიმართა.

„თუ გახსენდებათ, რომ შურაცხყოფა მომეყენებინოს თქვენთვის, მაშინაც კი, როდესაც წინა დღეს ამ სასახლის ეზოში დედას მეფიცებოდით, რომ ჩვენი გუნდიდან გასვლას არ აპირებდით და თურმე უკვე გასულიც იყავით და გადასულიც. ეს საზოგადოებამ შეაფასა და მაშინაც კი ეს დავტოვე თქვენს გადაწყვეტილებად, თქვენს თავისუფლებად და თქვენს გემოვნებად მივიჩნიე. იცოდით თუ არა ამგვარი დანაშაულების შესახებ, როცა იყავით ომბუდსმენი, ასევე, ენდობით თუ არა გერმანელ, ესპანელ და სხვა ჩვენს ევროპელ პარტნიორ სამართალდამცავებს? ცოტა გაუფრთხილდით და გაფილტრეთ თქვენი საუბარი. არასერიოზულად გამოიყურებით, როცა თქვენს ლიდერს ბაძავთ ინტონაციით და კიდევ ხელების მტევნების გრეხვით, თქვენი პარტიული „ბრეიქდანსით“. მაშინ გამოიყურებით არასერიოზულად და კომიკურადაც. ეს კარგად დაიმახსოვრეთ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავენ. კომისიის შექმნის ინიციატორი არის პარტია „საქართველოსთვის“, მომხსენებელია მიხეილ დაუშვილი.