ბექა ოდიშარიამ ლონდონში, საერთაშორისო კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღო
ბექა ოდიშარიამ ლონდონში, საერთაშორისო კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ Globalize UK Conference მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო კონფერენციამ ლონდონში თავი მოუყარა სტარტაპებს, მეწარმეებს, ბრიტანეთში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, ადგილობრივ ტექ-ქომუნითის, სავაჭრო ორგანიზაციებს და სხვა პარტნიორებს, რაც ქართულ კომპანიებს უცხოური ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში დაეხმარებათ და მომავალში ევროპის ბაზარზე მათ ფართო წარმომადგენლობას შეუწყობს ხელს.

„ჩვენი დიასპორელები წარმატებულები არიან სხვადასხვა სფეროში – კულტურაში, ბიზნესში და, რაც მთავარია, მეცნიერებაში. ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში მათი მიღწევები მსოფლიო მნიშვნელობისაა. სწორედ ახალი ტექნოლოგიებია რომ განაპირობებენ ქვეყნის და ერის წარმატებას. დიასპორელი სტარტაპერების მონაწილეობით, მათი ძალისხმევით და ჩართულობით ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის საქმეში ჩვენი ქვეყანა ადგას ევროინტეგრაციის რთულ გზას და მალე აუცილებლად გახდება დიდი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი“, – განაცხადა გახსნით ღონისძიებაზე ბექა ოდიშარიამ.

კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ჯონ პენელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, სოფიო ქაცარავამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

საერთაშორისო კონფერენცია სამუშაო ჯგუფებსა და პანელურ სესიებზე დიასპორელი სტარტაპერების მონაწილეობით დღესაც გაგრძელდება.