ბექა ოდიშარია - ვინც დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებში ასე თუ ისე ტივტივებს, ეს იქნება „ლელო“ თუ გახარია, ფარისევლობენ, როცა ამბობენ, რომ მათთვის წითელი ხაზია „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანება
ბექა ოდიშარია - ვინც დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებში ასე თუ ისე ტივტივებს, ეს იქნება „ლელო“ თუ გახარია, ფარისევლობენ, როცა ამბობენ, რომ მათთვის წითელი ხაზია „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანება

ვინც დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებში ასე თუ ისე ტივტივებს, ეს იქნება „ლელო“ თუ გახარია, ფარისევლობენ, როცა ამბობენ, რომ მათთვის წითელი ხაზია „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანება, რადგან „ლელო“ „ნაცმოძრაობასთან“ 2020 წლის არჩევნებზე პროდუქტიულად თანამშრომლობდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, გახარიას პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რათა საკრებულოებში „ნაცმოძრაობას“ უმრავლესობა ჰქონოდა.

„აქეთ ინგლისურის ცოდნის პრობლემაა, იქით – საარჩევნო ბარიერის გადალახვის და სწორედ ეს გახდა მათი შეყრის საფუძველი. შესაძლებელია კიდევ იყოს უხილავი ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ ერთი პოლიტიკური ფლანგი შექმნას, სადაც ყველა რადიკალი იქნება შეკრებილი, ვინც ყველაფერზე წამსვლელი იქნება. ალბათ ფსევდოლიბერალური მიმართულება ეყოლებათ. სურათი ერთია – ცალ მხარესაა „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯანსაღ ძალებს საშუალებას არ აძლევს, ქართულ პოლიტიკაში შემოვიდნენ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.