ბექა ოდიშარია თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

19:04, 06.03.2023

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. მხარეებმა თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოს მხრიდან გაწეულ დახმარებაზე ისაუბრეს.

„განვიხილეთ თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო თურქეთში დატრიალებულ ტრაგედიას და იმ ჰუმანიტარულ დახმარებას და თანადგომას, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან მყისიერად იქნა გაწეული. სტუმრებმა მადლიერება გამოთქვეს აღნიშნულთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობასა და სავაჭრო ურთიერთობებზე“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები – რესან კონცელიძე, ალექსანდრე ტაბატაძე და ანზორ ბოლქვაძე.

მსგავსი