ბექა ოდიშარია - შალვა ნათელაშვილისთვის ტყუილი ბუნებრივი მდგომარეობაა, შარლ მიშელის შეხვედრიდან გამოსულმა ტყუილების მოყოლა დაიწყო
ბექა ოდიშარია - შალვა ნათელაშვილისთვის ტყუილი ბუნებრივი მდგომარეობაა, შარლ მიშელის შეხვედრიდან გამოსულმა ტყუილების მოყოლა დაიწყო

შალვა ნათელაშვილისთვის ტყუილი ბუნებრივი მდგომარეობაა, შარლ მიშელის შეხვედრიდან გამოსულმა ტყუილების მოყოლა დაიწყო, – განაცხადა პარლამენტში დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.

ოდიშარიას თქმით, ნათელაშვილი მეშვიდე მოწვევის პარლამენტში ხელფასსაც იღებდა, ბინის ქირასაც და არ მუშაობდა.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩამოსვლას, განსაკუთრებით კი ზოგიერთი ოპოზიციონერის ყალბ ჟივილ-ხივილს უნდა გამოვეხმაურო, ასე ჰქვიათ ჯერჯერობით. ჩვენი ქვეყნის უბედურებაა, რომ ზოგიერთს ჰქვია ოპოზიციური პარტია და მისი ლიდერი. მაგალითად, შალვა ნათელაშვილი – ამ ადამიანისთვის ტყუილი ბუნებრივი მდგომარეობაა. არაერთხელ და ორჯერ მომისმენია ჩემს თავზეც. იმდენ სისულელეს ლაპარაკობს, პასუხის გაცემაც არ ღირს, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. მან დაიწყო ტყუილების მოყოლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. შეიძლება, ინგლისური არ იცოდე და ვერ გაიგო, რაზე იყო საუბარი; მესმის, რომ არ გყავს თანაშემწე, რომელიც გითარგმნის. მივესალმები კონსტრუქციულ ოპოზიციას, ვინც პარლამენტშია, ვისაც კიდევ აქვს გულში ის, რომ შემოვა. იცით რა მდგომარეობაა მისთვის ბუნებრივი? ის მეშვიდე მოწვევის პარლამენტშიც ასე იყო, ჩემო ბატონო, ნაცნობი იყო მისი უფლებამოსილება, ხელფასს იღებდა. მეტსაც გეტყვით, ბინის ქირასაც იღებდა და არ მუშაობდა. ამ კაცის მდგომარეობაა ასეთი. ძნელია, რაღაც პარტკომი რომ იქნები, მერე ასე ტრანსფორმაციას განიცდი დემოკრატიულ სივრცეში, ხან ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრად ეძახი, ხან დაჭერა გინდა. გასაგებია იმ ადამიანის, მაგრამ დანარჩენების არ მესმის, რომლებსაც ცნობილია ევროპული ცხოვრების წესი, ევროპული პოლიტიკა. ოპოზიციაში ჩემზე კარგად შეიძლება, ესმოდეთ. ძალიან კარგი პლატფორმაა. თუ არ გნებავთ პარლამენტში შემოსვლა, ძვირფასო ოპოზიციონერო კოლეგებო, შემობრძანდით საგამოძიებო კომისიაში. ჯერ აქედან დავიწყოთ.

ერთადერთი, რაც ამის საწინააღმდეგოდ მომისმენია, არის ის, რომ კომისიამ რა დასკვნაც უნდა მიიღოს, მაინც უმრავლესობა იღებს. არამც და არამც, ჩემო ძვირფასებო. გარკვევით გვითხრა უმაღლესი თანამდებობის პირმა ევროკავშირიდან, რომ ახლა დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე, კარგად გავიგოთ, ეს რას ნიშნავს. ანუ, ისინი არა მხოლოდ შემოთავაზებებით, არამედ შედეგითაც იქნებიან დაინტერესებული და თუ მობრძანდებით, პროცესში მიიღებთ მნიშვნელოვან მონაწილეობას, დაიჭერთ შედეგს. ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მოვუწოდებ, ჟივილ-ხივილსა და ყალბი განცხადებების გაკეთებას, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციაზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე და გადმობრძანდით შედეგის მიღებაზე. ეს იქნება პასუხი და ეს იქნება ნამდვილი პასუხი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის. ჩვენ გარკვევით გვითხრეს, კი ნუ ჩხუბობთ და უყვირით ერთმანეთს, მიხვდით ბოლოს და ბოლოს, რომ ერთმანეთზე მოქნეული ხელი ხვდება ჩვენს საერთო სახელმწიფოს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.