ბექა ოდიშარია - სამწუხაროა, რომ გადამწყვეტ მომენტში, როცა ძალიან ახლოს ვართ სტატუსის მონიჭებასთან, საქართველოს პრეზიდენტი ოპონირებას გვიწევს
ბექა ოდიშარია - სამწუხაროა, რომ გადამწყვეტ მომენტში, როცა ძალიან ახლოს ვართ სტატუსის მონიჭებასთან, საქართველოს პრეზიდენტი ოპონირებას გვიწევს

სამწუხაროა, რომ გადამწყვეტ მომენტში, როცა ძალიან ახლოს ვართ სტატუსის მონიჭებასთან, საქართველოს პრეზიდენტი ასეთ ოპონირებას გვიწევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ბექა ოდიშარია გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას განაგრძობს.

ბექა ოდიშარიას თქმით, ნებისმიერი პოლიტიკოსისგან ნებისმიერი დევიცია აბსოლუტურად უმართებულოა.

„მას იმ პოლიტიკოსების რიცხვში არ განვიხილავდით, რომლებსაც წამოცდენებიც ჰქონდათ ტრიბუნასთან – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ოპოზიციამ, რომ „ქართული ოცნების“ დროს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოსო. სამწუხაროდ, ეს დღის წესრიგი ერთმანეთს ემთხვევა. ნახეთ არაერთ ფორუმზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლები, ბორელის თანდასწრებით, ასევე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, ჩვენი მესიჯები მკაფიოა. მათ შორის, შალვა პაპუაშვილმა და მმართველმა ძალამ ვენეციის კომისიას 12 რეკომენდაცია გაუგზავნა, რათა რაც შეიძლება მალე მიიღოს დასკვნა, რომ ჩვენ მოვახერხოთ და დროულად შევასრულოთ საშინაო დავალება. ამ დროს ნებისმიერი პოლიტიკოსისგან ნებისმიერი დევიცია აბსოლუტურად უმართებულოა. განსაკუთრებით, ისეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსისგან, როგორიც ქალბატონი პრეზიდენტია“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.