ბექა ოდიშარია - პრეზიდენტის სასახლეში სამადაშვილის, დეკანოიძისა და წითლიძის მისვლა სევდისმომგვრელი და ტრაგიკომიკურია
ბექა ოდიშარია - პრეზიდენტის სასახლეში სამადაშვილის, დეკანოიძისა და წითლიძის მისვლა სევდისმომგვრელი და ტრაგიკომიკურია

ქალბატონი სამადაშვილის, ქალბატონი დეკანოიძის, ქალბატონი წითლიძის მისვლა საგულშემატკივროდ და საკონსულტაციოდ პრეზიდენტის სასახლეში, იმდენად სევდისმომგვრელი და ტრაგიკომიკურია, რომ მართლაც ძნელია შეინარჩუნო სერიოზული ჰაბიტუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი მოიხსენიებდა პრეზიდენტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით.

„ეს ადამიანები ისეთი უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ ექომაგებოდა და გულშემატკივრობდა ქალბატონ სალომეს, დაიდო კიდეც რეზულტატი სწორედ „ქართული ოცნების“ გულშემატკივრობით. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ფარისევლობენ მორიგჯერ. ახლა სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი მათ სჭირდებათ საკუთარი ბინძური დღის წესრიგისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში ახერხებენ. დარწმუნებული ვარ, ქალბატონ სალომეს ეყოფა სიბრძნე და კეთილგონიერება და ამ ადამიანებთან არ შევა ახლო კოოპერაციაში“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს 11 სექტემბერს შეხვდნენ.