ბექა ოდიშარია - ოპოზიციის ნაწილი უსაქმურობისგან და მავნებლობისგან ატროფირდა, დაკარგეს საპარლამენტო საქმიანობის უნარ-ჩვევები, რასაც ისინი ფარსს უწოდებენ, მავნებლობაა
ბექა ოდიშარია - ოპოზიციის ნაწილი უსაქმურობისგან და მავნებლობისგან ატროფირდა, დაკარგეს საპარლამენტო საქმიანობის უნარ-ჩვევები, რასაც ისინი ფარსს უწოდებენ, მავნებლობაა

ოპოზიციის ნაწილს რა უშლის ხელს, რომ წინადადებები მოგვაწოდოს, პროცესში ჩაერთონ, სურვილი გამოთქვან და არა ის, რომ ავანსად გააკეთონ განცხადებები, თითქოს ვინმე პროცესში ჩართვას უშლის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამდენი ხნის უსაქმურობის შემდეგ წარმოდგენა არ აქვთ, რასთან არის დაკავშირებული რეფორმების გატარება.

„რა იყო ფარსი, როცა კარები ფართოდ იყო გახსნილი 12 რეკომენდაციის შესრულებისას და ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ოთახში ცხვირს არ ჰყოფდა, დერეფნებიდან გვიკიჟინებდნენ, რომ ჩვენ არასწორი გზით მივდიოდით. სინამდვილეში, სამუშაო პროცესში არ მონაწილეობდნენ და ამით ცდილობდნენ, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ეჩვენებინათ, რომ პოლარიზაცია ღრმავდება და ამით დაეზიანებინათ „ქართული ოცნება“, თუმცა, საბოლოო ჯამში, ქვეყანასა და ხალხს აზიანებდნენ.

რა უშლით ხელს, რომ წინადადებები მოგვაწოდონ, პროცესში ჩაერთონ, სურვილი გამოთქვან და არა ის, რომ ავანსად გააკეთონ განცხადებები, გაამრუდონ სინამდვილე, თითქოს მათ ვინმე პროცესში ჩართვას უშლის. ეს ხალხი უსაქმურობისგან და მავნებლობისგან ატროფირდა, აბსოლუტურად დაკარგეს შრომისა და საპარლამენტო საქმიანობის უნარ-ჩვევები. ამდენი ხნის უსაქმურობის შემდეგ წარმოდგენა არ აქვთ, რასთან არის დაკავშირებული რეფორმების გატარება. ამას სჭირდება სერიოზული ანალიზი და არა ცხრა კითხვაზე პასუხი. რასაც ისინი ფარსს უწოდებენ, მათი მავნებლობა და უსაქმურობაა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.