ბექა ოდიშარია - „ნაციონალური მოძრაობა“ რა ფასებზე ლაპარაკობს, ახალი კონსულტანტი როზნერი, ეტყობა, „გარტყმაში არ არის“, როგორ ეპყრობოდა ეს პარტია საკუთარი მმართველობის დროს ხალხს
ბექა ოდიშარია - „ნაციონალური მოძრაობა“ რა ფასებზე ლაპარაკობს, ახალი კონსულტანტი როზნერი, ეტყობა, „გარტყმაში არ არის“, როგორ ეპყრობოდა ეს პარტია საკუთარი მმართველობის დროს ხალხს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები რესურსს არ იშურებენ, რომ ქვეყანას ავნონ.

ოდიშარიას განმარტებით, მათ მავნელობისთვის ფული არ ენანებათ და ახლა შიდა ბაზარზე მიმართული მიზნობრივი მავნებლობა დააფინანსეს.

ბექა ოდიშარიას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ფასებთან დაკავშირებით ხმა არ ამოეღება.

„ეს პოლიტიკური ძალები არანაირ მატერიალურ რესურსს არ იშურებენ, რომ საკუთარ ქვეყანას ავნონ. მავნებლობისთვის მათ ფული არ ენანებათ. სამაგიეროდ, ენანებოდათ და ახლაც ენანებათ საკუთარი მოსახლეობისთვის რამე სიკეთის გაკეთება. ეს მათი ხელწერაა და ამის პასუხს ძალიან მალე მიიღებენ. ვამბობ ხელწერას, რადგან ამას მათქმევინებს სულ ახლო წარსულში განხორციელებული პიარკამპანია მიხეილ სააკაშვილის „მოკვდინებასთან“ დაკავშირებით. მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების „ფარას“ კანონმდებლობას, რომლის მეშვეობითაც შევიტყვეთ, რომ ეს ხალხი ლობისტური კომპანიებით ცდილობდა ასევე მავნებლობას, მათ არ დაენანათ ერთი მილიონი. ახლა შიდა ბაზარზე მიმართული მიზნობრივი მავნებლობა დააფინანსეს და ეს „ლელოს“ ხელწერაა. „ლელოსგან“ რეალური ხელშესახები სიკეთე თუ ვინმეს უნახავს, მითხრას. „ნაციონალური მოძრაობა“ რა ფასებზე ლაპარაკობს? ახალი კონსულტანტი როზნერი, ეტყობა, საერთოდ გარტყმაში არ არის, რა დღეში იყო „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი მმართველობის დროს და როგორ ეპყრობოდა ხალხს, მათ შორის, ეს ფიგურანტები, არასერიოზული პოლიტიკოსები – ვაშაძე, ხაბეიშვილი და ძმანი მისნი, მაშინ ასეთ სულელურ კამპანიაში ფულს არ დაახარჯინებდნენ. იმ კაცმაც რა ქნას, შემოსავალი უნდა, აძლევენ და იღებს. რაც შეუძლია, ისეთ კონსულტაციებს აძლევს“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.