ბექა ოდიშარია - „ნაციონალებს“ აქვთ ძალაუფლებისა და რევანშის ჟინი, ერთი რამ აკლიათ მხოლოდ, დაიბრუნონ ხელისუფლება და ამავე ტრიბუნიდან განაცხადონ - „ნულოვანი ტოლერანტობა“
ჩვენი პოლიტიკური გუნდის ღირებულება არის სამშობლოს სიყვარული და მისი ღირსეული ევროპული მომავალი, ამ გზაზე არაერთ წარმატებას მივაღწიეთ, რომელიც დაკავშირებულია პრემიერ ღარიბაშვილისა და ჩვენი გუნდის საერთო მუხლჩაუხრელ მუშაობასთან, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს მოუსმინეს.
მისი თქმით, „ნაცბოლშევიკებისგან“ იარლიყების მიწებების მცდელობას აქვს ადგილი.
„ნაციონალებს აქვთ ჟინი ძალაუფლების, აქვთ ჟინი რევანშის. ერთი რამ აკლიათ მხოლოდ, რომ დაიბრუნონ ხელისუფლება და მერე ამ ბინძურ ნარატივს, რომელიც, მათი ბოლშევიკური ჭკუით, საფლავს გვითხრის და გვაწებებს სამშობლოს მოღალატეების იარლიყს, დაემატა მათთვის ნაცნობი ერთი ლოზუნგი და ამავე ტრიბუნიდან განაცხადონ: „ნულოვანი ტოლერანტობა“. მერე ნახეთ თქვენ სისხლის კალოები, განვლილი ტკბილ მოგონებად მოგვეჩვენება. ფრთხილად, ეს მძიმე ისტორია არ გავიმეოროთ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.