ბექა ოდიშარია - მსურს, მთაწმინდა-კრწანისის მოსახლეობის პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვო, თორემ ურთიერთობებში მხარდაჭერა ნამდვილად მაქვს
ბექა ოდიშარია - მსურს, მთაწმინდა-კრწანისის მოსახლეობის პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვო, თორემ ურთიერთობებში მხარდაჭერა ნამდვილად მაქვს

კრწანისის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და ვფიქრობ, არც თუ ისე ცუდი. ამაზე შეგიძლიათ, კრწანისის მოსახლეობასთან გქონდეთ კომუნიკაცია. ისევე როგორც ცნობილია ჩემი დამოკიდებულება დიასპორის მიმართ და ჩემი და ჩვენი კომიტეტის აქტივობები დიასპორის როლის გასააქტიურებლად“, – ამის შესახებ მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„ყველა მაჟორიტარს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი ბმა იმ რაიონთან, სადაც კენჭს იყრის, ყოველ შემთხვევაში, უკეთესია თუ ასე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კრწანისის მაჟორიტარი ვარ, მთაწმინდას, იქ მცხოვრებ ხალხს და მათ პრობლემებს არასოდეს არ მოვწყვეტილვარ. მთაწმინდა ძალიან საინტერესო უბანია, ის არის თბილისის გული და აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ჭკუას ეკითხება მთელი ქალაქი. ახლა მე უნდა ვეცადო, სწორედ გავითვალისწინო ჩემი კოლეგის განვლილი გზა და პირველი ტური იქნება, თუ მეორე ტური, სურვილი მაქვს, ამ ხალხის მხარდაჭერა პოლიტიკაში მოვიპოვო, თორემ ურთიერთობებში ნამდვილად გამაჩნია და სასტარტო პოზიციები ამ მხრივ ძალიან კარგი მაქვს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დეპუტატმა მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებასაც უპასუხა, რომელიც წლების წინ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის გადარიცხვას შეეხებოდა.

ოდიშარიას თქმით, „ადამიანებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ისეთი ცოდვები, რომელიც რამდენიმე ქვეყნის ბოროტმოქმედებს ეყოფათ, ძალიან ცდებიან, რომ მათ მიმართ აყენებენ აბსურდულ და რეალობას აცილებულ ბრალდებას“.

ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.