ბექა ოდიშარია - დავით არახამიას არ ადარდებს არც ომის ქარცეცხლში გახვეული თავისი ქვეყანა და არც საქართველო, რომლიდანაც წარმოშობასაც იჩემებს, მას გვარის გარდა ქართული არაფერი აქვს
ბექა ოდიშარია - დავით არახამიას არ ადარდებს არც ომის ქარცეცხლში გახვეული თავისი ქვეყანა და არც საქართველო, რომლიდანაც წარმოშობასაც იჩემებს, მას გვარის გარდა ქართული არაფერი აქვს

დავით არახამიას არ ადარდებს არც ომის ქარცეცხლში გახვეული თავისი ქვეყანა და არც საქართველო, რომლიდანაც წარმოშობასაც იჩემებს, რადგან მას არაფერი ქართული, გვარის გარდა, არ გააჩნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიამ კომენტარი გააკეთა უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც ნათქვამია: „საქართველოში ხალხს სურს ევროპა, არის საშინაო დავალებები და გზა, გპირდებით, ჩემს პრეზიდენტთან ერთად, დავეხმარები მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის სწრაფად გადალახვაში“.

„უცნაური გახლავთ ის, რომ წინა დღეს გავიდა უამრავი სიუჟეტი, რომელიც შეეხებოდა მისი ძმის კავშირს, რა თქმა უნდა, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვით, თუმცა, პრაქტიკულად, ზედაპირზე იდო შემხებლობა. როდესაც ადამიანი დაფიქსირებულია საჯარო რეესტრში, ნაქირავები აქვს კონკრეტული ფართი ბატონი ვაშაძის ძმისაგან, ამ თემებს არ შეხებია ის და, ვფიქრობ, ოსტატურად შეეცადა, გადაეფარა პოლიტიკოსის იმიჯისთვის ძალიან დამაზიანებელი ბრალდება, გადაეფარა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ხარჯზე. როგორც ჩანს, მას არ ადარდებს არც თავის ქვეყანა, რომელიც ომის ქარცეცხლშია გახვეული და, ბუნებრივია, არც ის საქართველო, რომლიდანაც წარმოშობასაც ის იჩემებს, რადგან მას არაფერი ქართული, გვარის გარდა, არ გააჩნია“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.