ბექა ოდიშარია - ამაზრზენია, როდესაც ვრცელდება განცხადებები და ბავშვებს, რომლებსაც განუმეორებელი დღე აქვთ, სთხოვენ, მივიდნენ რუსთაველის გამზირზე მათი მოგონილი პრობლემის გასაპროტესტებლად
ბექა ოდიშარია - ამაზრზენია, როდესაც ვრცელდება განცხადებები და ბავშვებს, რომლებსაც განუმეორებელი დღე აქვთ, სთხოვენ, მივიდნენ რუსთაველის გამზირზე მათი მოგონილი პრობლემის გასაპროტესტებლად

ამაზრზენია, როდესაც ვრცელდება განცხადებები და ბავშვებს, რომლებსაც დღეს განუმეორებელი დღე აქვთ, სთხოვენ, მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და გააპროტესტონ მათი მოგონილი ქვეყნის პრობლემა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„პირველ რიგში, შევუერთდები მილოცვებს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ბოლო ზარი ჰქონდათ. დღეს არაჩვეულებრივ ღონისძიებას დავესწარი კრწანისის რაიონის 72-ე სკოლაში, სადაც ძალიან დიდი სკოლა გვაქვს და იყო არაჩვეულებრივი ზეიმი. უბრალოდ, ამავე დროს ამაზრზენია, როდესაც „ფეისბუქით“ ვრცელდება განცხადებები და ახალგაზრდა ბავშვებს, რომლებსაც აქვთ განუმეორებელი დღე, რომელიც არასოდეს აღარ გამეორდება, სთხოვენ, მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და გააპროტესტონ მათი მოგონილი ქვეყნის პრობლემა. ეს იგივე იყო, დღეს მე რომ გამოვსულიყავი სკოლაში, ბოლო ზარზე და მესაუბრა, რამდენად ბოროტი ძალები არიან გაერთიანებული ოპოზიციაში და რა მავნებლები არიან, ვის და რა საქმეს ასრულებენ საკუთარი ბინძური ხელებით“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მოქალაქეებს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა.