ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო? გაიხსენეთ, მანამდე რა ხდებოდა, ეს ადამიანები ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ, სკამების გამოგლეჯვაში ერთმანეთს ყელს გამოსჭამენ
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო? გაიხსენეთ, მანამდე რა ხდებოდა, ეს ადამიანები ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ, სკამების გამოგლეჯვაში ერთმანეთს ყელს გამოსჭამენ

12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო? გაიხსენეთ, მანამდე რა ხდებოდა, ეს ადამიანები ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ, სკამების გამოგლეჯაში ერთმანეთს ყელს გამოსჭამენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას ოპოზიციის საერთო სიის საკითხზე დაუსვეს შეკითხვა.

„საქართველოს პოლიტიკას ასეთმა კონფიგურაციამ სიკეთე არცერთ ეტაპზე არ მოუტანა. ახლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანება საქართველოს დაანგრევს, რადგან შავ სიზმარში რომ წარმოვიდგინოთ და ეს ადამიანები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, სკამების გამოგლეჯაში ერთმანეთს ყელს გამოსჭამენ. 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო? მანამდე რა ხდებოდა, გაიხსენეთ. გაიხსენეთ, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ქვეყანა რა დღეში იყო. ახლა დამშვიდებულები ვართ, წინ მივდივართ, ეკონომიკა იზრდება, ლარის კურსი სტაბილურია, მშვიდობაა. რა გვინდა, რაიმე ძალით ავუტეხოთ ჩვენს თავს?“ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.