ბექა ნაცვლიშვილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს
ბექა ნაცვლიშვილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

როგორც ჟურნალისტებს ნაცვლიშვილმა განუცხადა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება ჯერ არ დამდგარა და ამ ნაბიჯის გადადგმა ნაადრევია.

„თუ გავრცელების მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება, დედაქალაქს გასცდება და შემთხვევები რეგიონებში დაფიქსირდება, მაშინ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭირო იქნება. წესით, მთავრობას პულსზე ხელი უნდა ედოს, რადგან ის არის ინფორმირებული და გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს“, – დასძინა ნაცვლიშვილმა.

დატოვე კომენტარი