ბექა ლილუაშვილი - ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღე და კიდევ ერთი არაფორმალური მმართველია
ბექა ლილუაშვილი - ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღე და კიდევ ერთი არაფორმალური მმართველია

ვანო მერაბიშვილს შეუძლია, არაფორმალური მმართველების წრეს მიეთვალოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, „მერაბიშვილის ინტერვიუ სხვა არაფერი იყო, თუ არა მისი როლის დადასტურება „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში, მათ შორის დღევანდელი მენეჯმენტის ფორმირებაში და მმართველობაში“.

„ამ განცხადებით მერაბიშვილმა გამოავლინა საკუთარი მოტივი, რომ გაეძლიერებინა თავისი შესუსტებული პარტიის ახალი მმართველობა. ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღეა და კიდევ ერთი არაფორმალური მმართველი. ვანო მერაბიშვილი არის წარსული. მისი განცხადებები მიმართულია „ნაცმოძრაობის“ გასამხნევებლად, ვისაც ახალმა ხელმძღვანელებმა იმედი გაუცრუეს. ვანო მერაბიშვილის გამოჩენა „ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს, რადგან მოქალაქეებს წარსულზე ფიქრი აღარ უნდათ, ისევე, როგორც წარსულის სახეების მომავალთან გაიგივება“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გადაცემა „ფეიგინ ლაივს“ ინტერვიუ მისცა. როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, „დასავლეთის ზემოქმედება უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად. რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ“.