ბექა ლილუაშვილი – პარტია როცა დაფუძნდება და გაჩნდება შემოწირულობების თუ დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები, ამის შემდეგ ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი

16:58, 27.05.2021

როცა პარტია დაფუძნდება და უკვე გაჩნდება შემოწირულობების თუ დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები, ამის შემდეგ ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი, – ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, ახლა ფეიკნიუსების სხვადასხვა მედიასაშუალებისგან გავრცელებით, ცდილობენ, მოახდინონ გახარიას გუნდის დისკრედიტაცია.

„იყო რაღაც პარტიული კვლევები, სადაც რეალობა ყველასთვის გახდა ნათელი და ახლა ყველა გზებით, ფეიკნიუსებით, მათ შორის ფეიკნიუსების სხვადასხვა მედიასაშუალებისგან გავრცელებით, ისინი ცდილობენ, მოახდინონ მარტივად დისკრედიტაცია. ეს არის და ეს. ამის შინაარსში დეტალურად ვერ შევალ. რაც შეეხება, პარტიის ფინანსებს ბუნებრივია, ეს პროცესი არის ზოგადად გამჭირვალე პროცესი, ყოველ პარტიას უწევს სამ დღეში ერთხელ ანგარიშვალდებულება აუდიტის სამსახურთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან. როცა პარტია დაფუძნდება და უკვე გაჩნდება შემოწირულობების თუ დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები, ამის შემდეგ ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მსგავსი